ვიზიტი ჯოკოვიჩის ყოფილ ექიმთან - მოდრიჩს "რეალის" დახმარება ნავარაუდებზე ადრე სურს

AutoSharing Option
Sport Club-ის ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაფრინდა, სადაც ექიმ მარიანა კოვაჩევიჩთან ვიზიტი ჰქონდა.

ეს ქალბატონი წარსულში ნოვაკ ჯოკოვიჩს და "ლივერპულის" რამდენიმე ფეხბურთელს მკურნალობდა.

კოვაჩევიჩი მუშაობაში იყენებს პლაცენტაზე დაფუძნებულ გელს და ტალღის წნევის აპარატს, რის გამოც აღდგენის დრო საგრძნობლად მცირდება.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა ბარძაყის ტრავმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ჟირონასთან" მატჩში მიიღო, რის გამოც მან შესაძლოა, Copa Del Rey-ს ფინალი "ოსასუნასთან" და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა "სიტისთან" გამოტოვოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული