"რეალი" სან-სებასტიანში დამარცხდა და შეიძლება მესამე ადგილზე დაქვეითდეს

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალი“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდს ბენზემა, მოდრიჩი და დისკვალიფიცირებული ვინისიუსი ვერ დაეხმარნენ. მასპინძლები შესვენების შემდეგ კუბომ დააწინაურა. 61-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო კარვახალმა და „ბლანკოსი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. აქედან მოყოლებული, ბასკები ბევრს უტევდნენ და 85-ე წუთზე ბარენეჩეამ კურტუას მეორე გოლი გაუტანა.

„რეალმა“ ბოლო სამ ტურში მეორე მარცხი განიცადა, ლიდერ „ბარსელონას“ 14 ქულით ჩამორჩება, მესამე პოზიციაზე მყოფ „ატლეტიკოს“ 2 ქულით უსწრებს, რომელიც 4 მაისს „კადისს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადავა.

„სამეფო კლუბი“
7 მაისს, სევილიაში თასის ფინალში, „ოსასუნას“ შეხვდება, ხოლო 9 მაისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს.

"ბარსელონას" პრიმერას მოსაგებად ბოლო 5 ტურში 2 ქულის მოპოვება სჭირდება.

სან-სებასტიანი. „რეალ  არენა“. 35 314 მაყურებელი
სოსიედადი - რეალი 2:0
გოლები: 1:0 კუბო (47), 2:0 ბარენეჩეა (85)
გაძევება: კარვახალი (61)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული