სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი 30 ივნისამდე მოქმედ ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და "ბარსელონას" დატოვებს.
კრუიფი "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შეხვდა და კლუბის დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. მიუხედავად ამისა, ის კლუბის დირექტორ მატეუ ალემანისთან ერთად "ბარსას" დაგეგმილი ტრანსფერების განხორციელებაში დაეხმარება.
ადრე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" ალემანიც დაემშვიდობება, რომელიც "ასტონ ვილაში" უნაი ემერისთან ერთად ახალ გუნდს შექმნის. ალემანი "ბარსაში" ლეო მესის დაბრუნების წინააღმდეგი იყო.