ედენ აზარს მადრიდის დატოვება არ უნდა

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" 32 წლის ნახევარმცველ ედენ აზარის სამსახურით "მონრეალ იმპეკტი" დაინტერესდა.

კანადური კლუბის მფლობელი ჯოუი საპუტო მიიჩნევს, რომ ახალი ტრანსფერების მეშვეობით გუნდი უფრო წარმატებული გახდება.

თუმცა, თავად აზარს ამერიკულ ლიგაში გადასვლა არ სურს. ის მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს და "რეალში" დარჩენა უნდა.

ბელგიელი "სამეფო გუნდში" 2019 წელს გადავიდა და მის რიგებში 76 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეც კაცია ახლა და რედონდოც. ტფუ
რრრ
23:46 17-05-2023
0
რატო უნდა უნდოდეს, კაცი 22 მილიონს იღებს და ზის სკამზე მთელი წელი. მეც დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდო ეგრე! ერთი წელი კიდევ აქვს კონტრაქტი და რატო დაკარგავს ვითომ ამხელა ხელფასს. 24 წელია რეალის ქომაგი ვარ, მაგრამ ამ კაცის გაფუჭებაში დიდი წვლილი აქვს რეალს, კონკრეტულად ზიდანს და ანჩელოტის. კი გასაგებია ეს ტრავმები, მაგრამ,როცა ტრავმას მოირჩენდა მაინც სკამს ახეხინებდნენ. ტრავმების მერე არაა ადვილი დაბრუნება, ამ კაცს კი არ მისცეს გასაქანი, არ მისცეს არაფრის საშვალება. ძაან ნიჭიერი იყო და ბდღვნიდა კაცი ყველაფერს ჩელსიში, მაგრამ მეიმედებოდა რომ გადმოვიდა. მაგრამ ჩააქვრეს ბოოლომდე. ეხლა როგორც რეალი მოექცა, ისე ექცევა თვითონ. ბოლომდე ამოწურავს კონტრაქტს, აიღებს მშვენიერ ხელფასს და წავა მერე. ყველა ეგრე მოიქცეოდა მის სიტუაციაში.
მურთო
22:01 17-05-2023
1

სიახლეები პოპულარული