"ეს ამორალური საქციელია!" - "შახტარის" გენერალური დირექტორი რუსი გულშემატკივრებისადმი "ბარსელონას" ფეხბურთელების სამადლობელმა სიტყვამ აღაშფოთა

AutoSharing Option
"შახტარის" გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც "ბარსელონას" ფეხბურთელები ალექს ბალდე და სერხი რობერტო რუს გულშემატკივრებს მადლობას უხდიან.

ლა ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ კლუბმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ზემოთ აღნიშნული ორი მოთამაშე რუს ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ამ ყველაფერს კი პალკინი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"მიგვაჩნია, რომ ეს ყოველივე უბრალოდ შეუძლებელი და ამორალური ქმედებაა. რუსეთის მსგავსი ქვეყნისადმი მათი მხარდაჭერა ამჟამად აბსოლუტურად მიუღებელია.

ველოდებით, რომ კლუბი აღიარებს თავის შეცდომას და მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს ფაქტებს", - ციტირებს პალკინის სიტყვებს "შახტარის" საიტი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
შენ ვინ გეკითხება? უკრაინის მთავრობამ ისე შემაჯავრა თავი რო, მათი გაგონებაც არ მინდა! მიზეზი? პირველი თავიანთი ელჩი რო გაიწვია საქართველოდან (და არა რუსი და ბელარუსი) მერე უმადურობის საშინელი გამოვლინება, რატო არ ხსნით "მეორე ფრონტსო" ამას გიჟის მეტი ვინ იტყვის? აგვისტოს ომი არ გვეყოფა? უბრალოდ სააკაშვილის მეგობარია ზელენსკი და აქედან გამომდინარე, ვერ იტანს ამ მთავრობას. არადა ამ მთავრობამ უამრავი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა, ყველანაირი პრივილეგიებით, დახმარებით, რომ იტყვიან არაფერი დაიშურეს. ბოდიში ეხლა თუ რუსეთთან ეკონომიურ სანქციებს არ ატარებს მთავრობა და სწორადაც იქცევა! ვინ ჩვენ გვიკიჟინებს, თვითონ გაზსაც და ელექტრო მატარებლებსაც კარგად იყენებენ. აი ამ უმადურობების გამო, ვერ ვიტან უკრაინის მთავრობას.
ქართველი.
19:01 22-05-2023
58
ამან თავის გუნდს მიხედოს ვინ კითხავს ვინ ვის მიულოცავს ჩემპიონობას თუ დაბადების დღეს.
ქომაგი
19:18 22-05-2023
48
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული