Super Deporte ვინისიუსზე: კმარა მეტოქეთა პროვოცირება

AutoSharing Option
ვალენსიურმა სპორტულმა გაზეთმა Super Deporte-მა დღეს მთავარ თემად წერილი გამოიტანა სათაურით: "საკმარისია უკვე!" გამოცემამ ტრიბუნა ფანთა დაჯგუფება Spirit of 86-ს დაუთმო, რომლებმაც გამოთქვეს მოსაზრება, რომ "რეალის" თავდამსხმელ ვინისიუსს მეტოქეთა მუდმივად პროვოცირება უნდა აუკრძალონ. ისინი მიიჩნევენ, რომ ბრაზილიელი მოწინააღმდეგეების მოედანზე უპატივცემულობის გამო დასასჯელია.

თავად "ვალენსია" სამართალდამცველებს აქტიურად დაეხმარა და ცნობილი გახდა, რომ სამი გულშემატკივარი დააკავეს, რომლებიც ვინისიუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ. კლუბმა საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მათი საქციელი დაგმო.

შეგახსენებთ, ვინისიუსს რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შეხვედრის დასასრულს შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის გამო კი გააძევეს. დღეს ის ინდივიდუალურად
ვარჯიშობდა და მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მცირე ტრავმა აქვს და "რაიო ვალეკანოსთან" შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა რასიზმზე ლაპარაკობს(თ)?! მორჩით რა ამ თითიდან გამოწოვილი თემით სპეკულირებას. გარეთ 21-ე საუკუნეა ტიპი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს ფეხბურთს სხვა ვარსკვლავებთან(რომლებთანაც სურათის გადაღებააა ბევრისთვის აუხდენელი ოცნება) ერთად და მათ შორის. აქვს შესანიშნავი შემოსავალი. ასე რომ შეეშვით ბუზის სპილოდ გადაქცევას. რაც შეეხება რასისტულ გამონათქვამებს ნებისმიერი დამაცირებელი მიმართვა არის არასწორი საქციელი და დასაგმობია რა თქმა უნდა მანდ კანის ფერი არაფერ შუაშია.
Nick-s
20:09 23-05-2023
10
ამ …..ს გარდა რამდენი ზანგი თამაშობდა იმ დღეს რეალში თუ კარგად მახსოვს კამავინგა ჩუამენი მილიტაო მენდი რუდიგერი და შეცვლაზე როდრიგო შემოვიდა სკამზე ალაბა დარჩა …რატომ ამათთ დანარჩენს არავინ შეხებია და ამ ….ს ყველა გასვლით თამაშზე სულ ეგრე ექცევა მაყურებელი …?!?! არ გაინტერესებთ ?! ან არ აკვირდებით …?! სულ ყველა ეპიზოდში ვიღაცას ეჩხუბება ჯერ ფეხბურთელებს მერე მსაჯებს …სულ როჟებს კერავს თითქოს ვინმე ეგეთი იყოს ( თუნდაც რომ იყოს ) თვითონვე აფუჭებს ატმოსფეროს ჯერ მოედანზე რაც გადადის ტრიბუნებზე …აქ ფინტების გამოო …ერთმა ჭკუისკოლოფმა იკითხა ….ამაზე ნაკლებად ოღონდ თავთავიანთ პოზიციებზე არ თამაშობენ რეალის სხვა შავკანიანი ფეხბურთელები მაგრამ იმათ არავინ არ ეხება არც ვალენსიაში და არც სევილიაში …!!! ამაზე ბევრად დიდია მბაპე მაგრამ არასდროს ეგ პრობლემა არ ქონია არცერთი ქვეყნის არცერთ სტადიონზე ასევე როგორც კიჭას, რონალდინიოს ანრის რობერტო კარლოს და რავი ამაზე ბევრად მაგარ ფეხბურთელებს !!!
აუეე
23:08 23-05-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული