ვინისიუსის არნახული პატივი "ბერნაბეუზე" და სევილიელთა მოსალოდნელი ბოიკოტი

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ „რეალის“ ფეხბურთელები მოედანზე ვინისიუსის მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ, რომელსაც „ვალენსიასთან“ შეხვედრისას რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შეხლა-შემოხლისთვის გააძევეს, თუმცა შემდეგ წითელი ბარათი გაუუქმეს. ბრაზილიელმა მუხლის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში და ტრიბუნაზე კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად იჯდა. გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს წარწერით: „ჩვენგან საკმარისია“ და მეოცე წუთზე ვინის ოვაციები გაუმართეს.

მასპინძლები ბენზემამ დააწინაურა, რომელმაც ბოლო 5 მატჩში პირველად გაიტანა და პრიმერას საუკეთესო ბომბარდირ ლევანდოვსკის (ბარსელონა) 5 გოლით ჩამორჩება. 84-ე
წუთზე დე ტომასმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 89-ეზე როდრიგომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რეალი“ 74 ქულით მეორე ადგილზეა და 27 მაისს, ბოლოსწინა ტურში,  გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

Vamos Mi Sevilla-ს ცნობით, ანდალუსიური გუნდის ფანები ვინისიუსისთვის წითელი ბარათის გაუქმებამ გააღიზიანა და სტადიონზე მისვლას არ აპირებენ.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 45 811 მაყურებელი
რეალი - რაიო ვალეკანო 2:1
გოლები: 1:0 ბენზემა (32), 1:1 დე ტომასი (84), 2:1 როდრიგო (89)

მკითხველის კომენტარები / 24 /
"ქენსელ კულტურამ" გაანადგურა თავისუფალი სიტყვა დასავლეთში.
მერაბ
16:52 26-05-2023
1
რამხელა სიყალბეა...
TAZO
15:14 25-05-2023
2

სიახლეები პოპულარული