"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, თუ ვინაა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც "კამპ ნოუზე" უთამაშია.
"კამპ ნოუ" ჩემი ცხოვრებაა. მე აქ 4 წლის ასაკიდან მოყოლებული მოვდივარ. როდესაც პატარა ვიყავი ბაბუას სტადიონზე დავყავდი, ზედა იარუსზე კიბეზე ვიჯექი ხოლმე, რადგან თავისუფალი ადგილი, საიდანაც შევძლებდი მატჩის ხილვას, ის იყო.
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება აჩუქეს. ჩვენ ვნახეთ კრუიფი, მარადონა, შუსტერი, რონალდო, რივალდო, რონალდინიო, რომარიო, სტოიჩკოვი.
თუმცა საუკეთესო მესი იყო, ვფიქრობ, ის კრუიფისა და მარადონას ნაზავს გავდა, როდესაც ის "ლა მასიაში" მოვიდა, ის მესიასავით
იყო" - განაცხადა ჟოანმა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით