ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება

AutoSharing Option
35 წლის თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "რეალი" დატოვა და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეარხის Al Ekhbariya-ს ცნობით, "ალ იტიჰადი" ბენზემას ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ახალ კლუბში მისი სეზონური გასამრჯელო 100 მილიონი ევრო იქნება.

ბენზემამ "რეალში" 14 წელიწადში 643 მატჩში 353 გოლი გაიტანა და 165 საგოლე გადაცემა გააკეთა და 25 ტიტული მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვერ გაამტყუნებ ბენზემას, მაქსიმუმ ერთი სეზონი ეთამაშა კიდევ რეალში და ბუცებს ჩამოკიდებდა ლურსმანზე, მაგრამ როგორ გინდა თქვა უარი 200 მილიონზე. მგონი დროა არაბეთის ჩემპიონატზე გადავერთოთ, რონალდუ, ბენზემა, ალბათ მესი და რამოსიც შეუერთდებიან, შეიძლება სხვებსაც მადა გაეხსნათ კიდევ ამათი შემყურე
მამუკა
05 ივნისი 2023 07:37
1
საუდის არაბეთსაც მოუნდა, ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება
გუგა
04 ივნისი 2023 21:00
0
პირადად მე, პოზიტიურად ვიღებ მსგავს ინფორმაციებს.
ადამიანი კარიერის ბოლოშია გასული და თუ თავისი შრომით კარგ შემოსავალს მიიღებს, რაა ამაში მიუღებელი. თვითონაც ისარგებლებს და არაბებსაც ბევრი არაფერი დააკლდებათ.
კოლა
04 ივნისი 2023 19:08
2
რამდენი წელია კრედიტს იხდს წელს ალბათ მთლიანად დაფარავს იმედს ვიტოვებ :)
ნოდო
04 ივნისი 2023 18:08
2

სიახლეები პოპულარული