ხავი: ნეიმარი "ბარსელონაში" - ეს სიურპრიზია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი შეიძლება ზაფხულში კატალონიურ გუნდში დაბრუნდეს:

"ეს სიურპრიზია. მისმინეთ, მე ნეიმარს, როგორც ადამიანს, ვაფასებ, როგორც მეგობარს; ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს გეგმებში არ შედის".

ბრაზილიელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი გასხვისება უნდათ.

ნეიმარმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონა კაია ხანი ვერ ამოყვინთავს.თუ ვინმე საკუთარ მეგა ვარსკვლავს არ გამოჩეკავენ.ესენი ვინმეს მყიდველები არ არიანნ
არა რუსეთს
23:20 08-06-2023
1
ლა ლიგაში, რეგულაციები, სახელფასო ჭერი და ამგვარი ბოდვები, მარტო მესიზე მუშაობს, სხვას ნებისმიერს თავისუფლად არეგისტრირებენ. ფუი თქვენს დამპლურ კანონებს.
ზურა
20:27 08-06-2023
2

სიახლეები პოპულარული