დემბელეს შენარჩუნება "ბარსელონას" პრიორიტეტული ამოცანაა

AutoSharing Option
30 ივნისის შემდეგ 26 წლის ნახევარმცველ უსმან დემბელეს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროდან 50 მილიონამდე შემცირდება და ამიტომ, "ბარსელონა" იქამდე შეეცდება მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

კატალონიური "სპორტის" მტკიცებით, ეს "ბარსას" პრიორიტეტული ამოცანაა, ამისათვის ხელფასის მომატებას და ბონუსებს დაჰპირდება და თუ დათანხმდა, გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

კლუბი იმედოვნებს, რომ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული.

დემბელეს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასულ სეზონში კი ლა ლიგის 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩავი! არსად დაგეკარგოს დემბელე! მაგრად ჩაიხუტე და ჩაიკარი, ვაი შენს პატრონს!
ლაშა
14:06 17-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული