"რეალის" გამო მოდრიჩმა 200-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის "ალ ჰილალი" ლუკა მოდრიჩს სამწლიან კონტრაქტს და ამ დროის განმავლობაში 200 მილიონ ევროს სთავაზობდა, მაგრამ მან ერთი სეზონი "რეალში" დარჩენის გამო უარი უთხრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. ერთი თვის წინ ხორვატმა "რეალთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა.

მოდრიჩმა, რომელიც სექტემბერში 38 წლის გახდება, გასულ სეზონში კლუბში ყველა ტურნირზე 52 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული