"მარკას" ცნობით, "სევილია" ყველა ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს.
მიზეზი ისაა, რომ კლუბს ვალი აქვს - 90 მილიონი ევრო. ერთი ან ორი ფეხბურთელის გაყიდვა ვალების დასაფარავად საკმარისი არ იქნება, ამიტომ ყველას გასხვისება გადაწყვიტეს.
გამოცემის ცნობით, ფინანსური კრიზისის გამო დატოვა კლუბი სპორტულმა დირექტორმა რამონ მონჩიმ, რომელიც სამუშაოდ "ასტონ ვილაში" გადავიდა. ის ფეხბურთელთა დიდი ნაწილის გაყიდვის წინააღმდეგი იყო.
გასულ სეზონში "სევილია" ლა ლიგაში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მიიღო.
გასულ სეზონში "სევილია" ლა ლიგაში მეთერთმეტე ადგილზე გავიდა, თუმცა ევროპა ლიგა მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება მიიღო.