როგორც ირკვევა, ყველაფერი შეთანხმებული და კონტრაქტიც მზად იყო, თუმცა არგენტინელმა ბოლო მომენტში კარიერის აშშ-ში გაგრძელება გადაწყვიტა.
"მესისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ლეოსთან მას შემდეგ აღარ მისაუბრია, რაც მისი "ინტერ მაიამიში" კარიერის გაგრძელების ამბავი გაირკვა. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
მესის ვუთხარით, რომ როგორც კი ლა ლიგიდან ნებართვას მივიღებდით, მაშინვე კონტრაქტს გავუფორმებდით. გავი
მან რამდენიმე რთული წელიწადი გაატარა პარიზში და ყოველთვის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. არგენტინელმა გადაწყვიტა, რომ "ინტერ მაიამიში" უფრო მშვიდად იქნებოდა და ეროვნულ ნაკრებზე ფიქრს შეძლებდა. მესის "ბარსელონაში" დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ზეწოლა აღარ სურდა. ჩვენ ეს გავიგეთ", - ამბობს ლაპორტა.