პსჟ მარკო ვერატის 70 მილიონად აფასებს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "ატლეტიკომ" ნახევარმცველ მარკო ვერატის შეძენა მოისურვა და პსჟ-სთან მოლაპარაკება წამოიწყო.

თუმცა,მადრიდული კლუბი მიიჩნევს, რომ ვერატის შეძენა გაუჭირდება, ვინაიდან პსჟ 70 მილიონ ევროდ აფასებს.

იტალიელის სამსახურით აგრეთვე პრემიერლიგის ორი კლუბი და მათ შორის, "ლივერპულია" დაინტერესებული. მარკოს გადაბირებას საუდის არაბეთის კლუბი ეცადა, მაგრამ ფეხბურთელმა ევროპის დატოვებაზე უარი განაცხადა.

ვერატიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ის 29 მატჩში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა ვერ გააკეთა და 10 ყვითელი ბარათი მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წადი მარკო თავს უშველე, სანამ კიდევ ფასი გადევს!
ლაშა
11:57 24-07-2023
0
ნახევარმცველი 29 თამაში ვერც გოლი ვერც პასი და 70 მილიონი? რამოდენიმე ენა იცის ალბათ და იმიტომ ადევს ამხელა ფასი.
G.LA
06:43 24-07-2023
0

სიახლეები პოპულარული