უკრაინელი თავდამსხმელი დოვბიკი შეიძლება "ჟირონამ" შეიძინოს

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, უკრაინის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება მალე "დნიპრო 1"-დან "ჟირონაში" გადავიდეს.

კატალონიური გუნდის მწვრთნელ მიჩელს და კლუბის ხელმძღვანელობას მოსწონთ დოვბიკის თამაში და თვლიან, რომ "ტატი" კასტელიანოსის შეცვლა შეუძლია.

მიუხედავად "დნიპრო 1"-თან და "მიდტიულანდთან" რთული მოლაპარაკებებისა, რომელსაც შესაძლო გაყიდვიდან თანხის 50% ეკუთვნის, ჟირონა" ტრანსფერის განხორციელებაში დარწმუნებულია. "ჟირონას" მფლობელი City Group-ი აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჟირონა" "დნიპრო 1"-ს 6 მილიონ ევროს გადაუხდის და ცალკე შეუთანხმდება თანხაზე "მიდტიულანდს".

გასულ სეზონში 29 მატჩში გატანილი 24 გოლით დოვბიკი
უკრაინის პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა.

"ჟირონას" ღირსებას უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ვიქტორ ციგანკოვი იცავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი თავდამსმელია და 6 მლნ??? ყოველ თამაშში გოლი გააქვს. ჟირონა მისი დონის არაა
დავით 67
09:54 03-08-2023
0
უკრაინა გაფაშისტდა
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
09:04 01-08-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული