კვლავ ნიდერლანდებში - "ბარსელონამ" სერჟინიო დესტი გაუშვა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" კლუბის მცველი სერჟინიო დესტი პსვ-ში 1 წლით გაანათხოვრა, თუმცა 10-მილიონიანი გამოსყიდვის ოფციით.

"ეინდჰოვენმა" 22 წლის ამერიკელი უკვე წარადგინა და მან მე-8 ნომერი აირჩია.

საინტერესოა, რომ დესტი გულშემატკივარმა სწორედ ნიდერლანდებში თამაშით გაიცნო, სადაც ის "ალმერეს", შემდეგ კი "აიაქსის" ღირსებას იცავდა და ამსტერდამული გრანდიდან 2020 წელს "ბარსელონაში" 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

ამერიკელი "ბლაუგრანას" გასულ წელს "მილანში" ჰყავდა განათხოვრებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული