"ვალენსიამ" "ბარსელონას" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
26 წლის თავდამსხმელი სერხი კანოსი "ბრენტფორდიდან" "ვალენსიაში" გადავიდა, - იტყობინება ესპანური კლუბის საიტი.

კანოსს "ვალენსიამ" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

კანოსი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, 2014 წელს "ლივერპულის" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, "ბრენტფორდში" კი 249 მატჩში 40 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ის იჯარის წესით საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა, რომლის რიგებში 4 გოლი გაიტანა.

კანოსი ესპანეთის 16, 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული