"ბარსელონა" ამ ზაფხულს 21 წლის ნახევარმცველ აბდე ეზალზულის არ გაყიდის, - იტყობინება "მარკა".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური პრობლემების გამო "ბარსელონას" აბდეს გაყიდვა მოუწევდა. "ბაიერი" მზად იყო, მაროკოელი 20 მილიონ ევროდ შეეძინა.
აბდეს გასხვისების წინააღმდეგი წავიდა გუნდის მწვრთნელი ხავი, რომელიც მასზე იმედებს ამყარებს. თავად აბდესაც არ სურს კლუბის გამოცვლა და არც ერთი წინადადება არ განიხილა.
ეზალზულით ესპანური, ინგლისური, იტალიური და გერმანული კლუბები იყვნენ დაინტერესებული.
აბდეს "ბარსასთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი ფასი 200 მილიონია, გასულ სეზონში
იჯარით "ოსასუნაში" თამაშობდა, რომლის რიგებში ლა ლიგის 28 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.