"ბარსელონამ" გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუგრძელა, - იტყობინება ესპანური კლუბი.
კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, ტერ შტეგენი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი ორი წლის მანძილზე შემცირებულ ხელფასზე დათანხმდა. ის ამ თანხას შემდეგ მიიღებს.
ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და კატალონიურ გუნდში 379 მატჩში 368 გოლი გაუშვა.
ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და კატალონიურ გუნდში 379 მატჩში 368 გოლი გაუშვა.