"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა და ესპანეთის ნაკრების ექსმეკარემ რამდენიმე შეთავაზებაზე თქვა უარი, მათ შორის საუდის არაბეთიდან მიღებულ მსუყე წინადადებაზეც. დე ხეასთვის ფული პირორიტეტი არ არის და მას თამაშის უმაღლეს დონეზე გაგრძელება სურს.
დავიდი ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მეკარეს იმედი აქვს, რომ შესაბამის კლუბსა და მწვრთნელს იპოვის, რომლებიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.