ანჩელოტიმ თქვა, დატოვებს თუ არა მოდრიჩი "რეალს" ზამთარში

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "სამეფო გუნდს" არ დატოვებს.

"შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლუკა ზამთარში არ დაგვტოვებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.

ის ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენც ამავე აზრზე ვართ. ლუკა თავისი სათამაშო დროით კმაყოფილი არ არის. მას ყოველდღიურად ვესაუბრები და ვატყობ, რომ ექსტრა მოტივაცია აქვს.

გასახდელში მისნაირი არავინ არის... ის ლიდერია. მისი მნიშვნელობა "რეალისთვის" უდიდესია. მოდრიჩი აქ ყველას უყვარს", - ციტირებს ანჩელოტის ფაბრიციო რომანო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული