ვალენსიურმა გაზეთმა Superdeporte-მ გარეკანზე "რეალის" თავდამსხმელი ვინისიუსი პინოქიოს ცხვირით გამოსახა.
შეგახსენებთ, 21 მაისს "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩისას (1:0) შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მასპინძელთა გუნდის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი კი გააძევა.
ბრაზილიელმა განაცხადა, რომ რასისტულ გამოვლინებას მის მიმართ მხოლოდ 2-3 ფეხბურთელისგან კი არა, არამედ მთელი სტადიონისგან ჰქონდა ადგილი. "ვალენსიამ" ვინისიუსის ნათქვამს სიცრუე უწოდა და უარყოფა მოითხოვა.
"რეალი" გამოცემის მიერ ვინისიუსის პინოქიოს ცხვირით გამოსახვის გამო აღშფოთდა. As-ის ცნობით, "სამეფო კლუბმა" Superdeporte გააკრიტიკა:
"საბრალო (გარეკანი) - ეს რბილადაა ნათქვამი. ეს ლამის
დანაშაულის ტოლფასია. მოწმეს ბრალს სდებენ იმაში, რომ სასამართლოში განცხადება მტკიცებულებების გარეშე გააკეთა, რაც მართლაც შოკისმომგვრელია".
"საბრალო (გარეკანი) - ეს რბილადაა ნათქვამი. ეს ლამის