"ატლეტიკმა" "ალმერია" დაამარცხა და ცხრილში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში ბილბაოს "ატლეტიკმა" "ალმერია" საკუთარ კედლებში 3:0 დაამარცხა. 

მასპინძლებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, გოლი გორკა გურუზეტამ გაიტანა, 63-ე წუთზე დანი გარსიამ სხვოაბა ორბურთიანი გახადა, 81-ე წუთზე კი ოიჰან სანცეტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ამრიგად, 17 ქულით "ატლეტიკი" მე-4 პოზიციას იკავებს, მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "ბარსელონასთან" გამართავს. 

"ალმერია" 3 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა, იმავე 22 ოქტომბერს კი "ჟირონას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული