ჯუდ ბელინგემის 2 გოლი - ინგლისელს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალმა" "'ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.

პირველი ორი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა. ინგლისელ ფეხბურთელს 8 ტურში 8 გოლი აქვს გატანილი.

დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა (65) და ხოსელუმ (70) გაიტანეს.

ამრიგად, "ბლანკოსი" 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "სევილიასთან" გამართავს.

"ოსასუნა" 10 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 20 ოქტომბერს კი "გრანადას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მაგარი ბიჭია ბელინგემი, მაგრამ ვინც რეალის თამაშებს უყურებს დამეთანხმება რომ მოდრიჩი არის რაღაც სასწაული, როგორ უთავისუფლებს სივრცეებს პარტნიორებს და სად აძვრენს ხოლმე ბურთს, ფაქტიურად მთელ დაცვას ჭრის. გული მწყდება რომ ხვიჩა რეალში ვერ მოხვდა, სულ სხვა დონეზე ათამაშდებოდა
მამუკა
08 ოქტომბერი 2023 06:19
1
სეზონის სტარტზე ჯუდი საუკეთესოა ევროპაში
BOSS
07 ოქტომბერი 2023 22:35
0
ხომ ხედავთ მეგობრებო. ( კლასნი ) გუნდში გადასვლას და თამაშს რა შედეგი მოაქვს, რა პასებს აძლევენ, ან როგორ გაყავთ პასის მისაღებ და დასარტყმელ ადგილას, როგორ უთავისუფლებენ სივრცეს, სადაც თავისუალი მოქმედება შეუძლია და აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა. ჩემი თუ არ გჯერათ, შეადარეთ ინგლისში ნათამაშებ და დადებულ შედეგებს.
ნუ რათქმაუნდა თვითონაც დიდი ტალანტია.
მალხაზ ჯობავა
07 ოქტომბერი 2023 21:31
3
გერმანიაში უნდა გეთქვა ალბათ... მარა კი ეგრეა... იქაც ძალიან მაგარი იყო თუმცა ასეთი შედეგები არ ქონია. ძალიან მაგარი ფეხბურთელია და კიდე უფრო კლასნი გახდება
რა მაფიაა?
08 ოქტომბერი 2023 10:25
0
მაგას ვამბობ სულ.. ნაჯახმა ანგისამ ჩამშლელმა ლობოტკამ და ჟელენსკიმ რა წესიერი პასი უნდა მოგცენ არცერთი არაა გრანდში სათამაშებელი იგროკი. სად რეალის ნახევარდაცვა და სად ნაპოლის რო იჭედებიან მარტო მაშინ რომ აძლევენ ხვიჩინიოს პასს. რეალთან თამაში პირველად ბურთი 10 წუთზე მიიღო.. ხვიჩას გარდა მომენტის შემქნელი არ ყავთ და მაინც აიგნორებენ ჩვენ ბიჭს. რასაც მოიგებენ არავის გაუყონ.
რონი
07 ოქტომბერი 2023 23:06
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული