ჯუდ ბელინგემის 2 გოლი - ინგლისელს ვერ აჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალმა" "'ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.

პირველი ორი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა. ინგლისელ ფეხბურთელს 8 ტურში 8 გოლი აქვს გატანილი.

დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა (65) და ხოსელუმ (70) გაიტანეს.

ამრიგად, "ბლანკოსი" 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "სევილიასთან" გამართავს.

"ოსასუნა" 10 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 20 ოქტომბერს კი "გრანადას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხომ ხედავთ მეგობრებო. ( კლასნი ) გუნდში გადასვლას და თამაშს რა შედეგი მოაქვს, რა პასებს აძლევენ, ან როგორ გაყავთ პასის მისაღებ და დასარტყმელ ადგილას, როგორ უთავისუფლებენ სივრცეს, სადაც თავისუალი მოქმედება შეუძლია და აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა. ჩემი თუ არ გჯერათ, შეადარეთ ინგლისში ნათამაშებ და დადებულ შედეგებს.
ნუ რათქმაუნდა თვითონაც დიდი ტალანტია.
მალხაზ ჯობავა
21:31 07-10-2023
3
ძალიან მაგარი ბიჭია ბელინგემი, მაგრამ ვინც რეალის თამაშებს უყურებს დამეთანხმება რომ მოდრიჩი არის რაღაც სასწაული, როგორ უთავისუფლებს სივრცეებს პარტნიორებს და სად აძვრენს ხოლმე ბურთს, ფაქტიურად მთელ დაცვას ჭრის. გული მწყდება რომ ხვიჩა რეალში ვერ მოხვდა, სულ სხვა დონეზე ათამაშდებოდა
მამუკა
06:19 08-10-2023
1

სიახლეები პოპულარული