"სევილიამ" მენდილიბარი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ესპანურმა "სევილიამ" გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ლუის მენდილიბარი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ეს ყველაფერი ლა ლიგის მე-8 ტურის შემდეგ მოხდა, რაც "რამოს სანჩეს პისხუანის" ბინადრებმა საშინაო არენაზე "რაიო ვალეკანოს" ვერ სძლიეს (2:2).

მენდილიბარი ანდალუსიელებს ამა წლის მარტიდან ავარჯიშებდა და კლუბს ევროპის ლიგის ტიტული მოაპოვებინა.
სიახლეები პოპულარული