"რეალის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
შეგახსენებთ, ივლისში ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2024 წელს, ამერიკის თასის დასრულების შემდეგ, თავიანთი ეროვნული გუნდის მწვრთნელად ანჩელოტის დანიშნავენ.
"ეს მხოლოდ ჭორებია. ამჟამად "რეალში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ", - განაცხადა ანჩელოტიმ Radio Anch’io Sport-ისთან ინტერვიუში.
"ეს მხოლოდ ჭორებია. ამჟამად "რეალში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ", - განაცხადა ანჩელოტიმ Radio Anch’io Sport-ისთან ინტერვიუში.