"ბილბაოსთან" ლა ლიგის მეათე ტურის მატჩის წინ "ბარსელონას" ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
ლამინ იამალმა და ალექს ბალდემ ბარძაყის ტრავმები მოირჩინეს, ვარჯიში განაახლეს და ბასკურ გუნდთან სათამაშოდ მზად არიან.
"ბარსელონა" პრიმერაზე 21 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "ბილბაო" 17 ქულით მეხუთეზე. შეხვედრა "ოლიმპიკ ლიუის კომპანისზე" 22 ოქტომბერს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ოლიმპიკ ლიუის კომპანის