დიდებულ ელ კლასიკოში დიდებულმა ბელინგემმა დუბლით "რეალს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონა“ სახლში „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

დებიუტში მასპინძლები გიუნდოგანმა კატალონიურ გუნდში სადებიუტო გოლით დააწინაურა, შემდეგ კარგი შანსი ფერმინს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. უნდა აღინიშნოს, სახიფათო მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „სამეფო გუნდი“ ისევ ძელმა იხსნა, ამჯერად მარტინესის თავურის მერე. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ტრავმამორჩენილმა ბელინგემმა შორიდან უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა და საინტერესო გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, სტუმრები უფრო აქტიურები იყვნენ, ბელინგემმა დუბლი შეასრულა და
მადრიდელებს გამარჯვება მოუპოვა.

28-28 ქულით ლიდერები "რეალი" და "ჟირონა" არიან, "ბარსელონა" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო 22 ქულით მეოთხე პოზიციაზე "ატლეტიკოა", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ბარსელონა“ 5 ნოემბერს სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 6 ნოემბერს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

. ბელინგემმა „რეალში“ 13 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.
. ანჩელოტიმ „ბლანკოსის“ მწვრთნელის პოსტზე 250-ე მატჩი ჩაატარა.

ბარსელონა. „ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“
ბარსელონა - რეალი 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (6), 1:1 ბელინგემი (69), 1:2 ბელინგემი (90+2)


მკითხველის კომენტარები / 16 /
სასწაულია ეს ბიჭი, შემდეგი ოქროს ბურთის უპირობო პრეტენდენტი. იცის პერესმა ვინ უნდა იყიდოს და თუ გინდა შეეკითხე
მამუკა
20:44 28-10-2023
2
რა ჰალანდი და რა მბაპე და ვინიციუსი, ძაან კლასნია ჯუდმენი, სხვა პლანეტაზეა ჩვეულებრივად
რა მაფიაა?
20:51 28-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული