გავის ტრავმის გამო "ბარსელონა" დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს

AutoSharing Option
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" გუნდის ნახევარმცველის, გავის ტრავმის გამო ფიფასგან დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს აქვს მოთამაშეთა დაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელს 28 ან მეტი დღე გაუცდება, ფიფა გადაიხდის 20,548 ევროს ყოველი დღისთვის.

"ბარსელონას" მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული სამედიცინო დასკვნა მიუთითებს, რომ გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ცხრა თვემდე, რაც პოტენციურად გამოიწვევს, რომ თანხამ შესაძლოა, 5 მილიონი ევრო შეადგინოს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეში 20548 ევროს ცხრა თვეზე გადაანგარიშებით, 5 ათასი რა გზით გამოჰყავთ ძალიან საინტერესოა. :)))
გურულო
21:27 21-11-2023
2
ნუ წერაკითხვის არმცოდნე ჟურნალისტი და ანალოგიური "მახვილგონივრული"დასკვნების გამომტანი მკითხველები. . .
ნაპოლეონი
13:21 21-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული