"ვალენსიამ" შეიძლება უკრაინელ თავდამსხმელ ივან იარემჩუკთან საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტოს.
Voetbal Nieuws-ის ცნობით, იარემჩუკმა ესპანური კლუბის იმედები ვერ გაამართლა და არაა გამორიცხული, იანვარში "ბრიუგეში" დააბრუნონ. აგრეთვე აღნიშნულია, რომ მისი სამსახურით "ბოლონიაა" დაინტერესებული, რომელიც ჯოშუა ზირზკეს დუბლიორს ეძებს.
"მარკამ" 27 წლის იარემჩუკის "ვალენსიაში" ადაპტაციის შესახებ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, რაზეც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა: "უკვე უბრალოდ დაწერეთ, რომ ფსკერი ვარ".
იარემჩუკმა "ღამურებში" ჩატარებულ 8 მატჩში (2 სასტარტოში) საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.