სათადარიგო იაკობიშვილი და "ბარსას" ფრე "რაიო ვალეკანოსთან"

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „რაიო ვალეკანომ“ და „ბარსელომამ“ ქულები გაიყვეს - 1:1.

ტრავმირებული ტერ შტეგენის ნაცვლად „ბარსას“ კარს პენია იცავდა, სათადარიგო კი იაკობიშვილი იყო. მასპინძლები პირველ ტაიმში ლოპესმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, პედრის თავური მიზანს ასცდა, რაფინიას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ხოლო ბალდეს ლევანდოვსკიზე ჩაწოდებული ბურთი ლეჟანმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

Sportall.Ge

„ბარსელონა“ 31 ქულით მესამე ადგილზეა და შემდეგ მატჩს 29 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სახლში „პორტუსთან“ ჩაატარებს.

მადრიდი. „კამპო დე ვალეკასი“

რაიო ვალეკანო - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0
ლოპესი (39), 1:1 ლეჟანი (82, საკ. კარში)
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბოლო რამდენიმე წელი რა საშინელება გუნდს მარტო მიათრევდა მესი ახლა განსაკუთრებით კარგად ჩანს. მინგესებით, ბრაიტვეიტებით და სხვა ასეთებით. ჩემპ.ლიგას რატომ არ იგებო-უკმაყოფილოები იყვნენ. ეხლა რაც ფეხბურთელებია ბარსაში, ესენი რომ მაშინ ყოლოდა...დღევანდელი ბარსას ყურება, მაშინაც კი როდესაც იგებს ძალუან საშუალო სიამოვნებაა.
ტოტი
09:53 26-11-2023
2
Am aiakobashvilze meti information romoidziot ara?
Xishnika
22:52 25-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული