მოდრიჩის მორიგი მიღწევა - ლუკამ 1997 წლის რეკორდი გააუმჯობესა
AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხორვატმა ვარსკვლავმა ლუკა მოდრიჩმა მორიგი მნიშვნელოვანი ნიშნული დააფიქსირა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 35 წლის ასაკის ზევით "ბლანკოსის" ფორმა ყველაზე მეტ შეხვედრაში მოირგო.
38 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგის მე-14 ტურში "კადისთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში 69 წუთი ითამაშა, რაც 35+ ასაკში ეს "სამეფო გუნდის" მაისურით მისთვის 161-ე მატჩი იყო.
აქამდე რეკორდი ფრანცისკო ბუიას ეკუთვნოდა, რომელმაც ეს ნიშნული 1997 წელს დააფიქსირა.
ამ კაცს არც ტრამვა, არც ქარი, არც წვიმა და არც თოვლი არ ვნებს!? თან ძირითადში ხვდება! მესი, მოდრიჩი და რონალდო, ასეთ ასაკში რეკორდებსაც ამყარებენ და ბურთებიც გააქვთ! კიდევ ნაკრებშიც დადიან სათამაშოდ და იქაც გააქვთ ბურთები! ბევრი ახალგაზრდა ვერ გაქაჩავს ასეთ რეჟიმში თამაშს! ქაჯები არინ, ვინ არიან!