"რეალი" მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება

AutoSharing Option
AS-ის ინფორმაციით, "რეალი" პსჟ-ის ფორვარდის, კილიან მბაპეს გაფორმებას ამ ზამთარსავე შეეცდება.

2024 წლის 1-ელ იანვარს, მას შემდეგ, რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიხსენება, მადრიდელთა წარმომადგენლები ფრანგი ფეხბურთელის დედასთან და ამავდროულად აგენტთან, ფაიზა ლამარისთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"სამეფო გუნდი" აპირებს, რომ მბაპეს 2-კვირიანი ვადა მისცეს და გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა კარიერას "რეალში".

"ბლანკოსს" სიტყვიერი შეთანხმება არ სურს და გუნდის მიზანია, რომ კილიანთან წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრად გააცურა პსჟ-მ წინა წელს, ვითომ ერთულების ბონუსი უნდა მიეცათ 150 მილიონი და ამაზეც უარი ათქმევინეს, ეს თუ ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც არ გადავიდა გამოდის რომ თავში ტვინის მაგივრად ჩალა ჰქონია.
მამუკა
06 დეკემბერი 2023 21:28
0
დააყრიან ეხლა ისევ 150 მილიონს და დარჩება პსჟ-ში,და გაიტანს გოლებს მეცს და ლე ავრს))))
მეგრელი
06 დეკემბერი 2023 20:08
0
გილოცავთ მეგობრებო! ახალი საგა სახელწოდებით "რეალი ან პსეჟე" იწყებაა! მოვიმარაგოთ პოპკორმები და ჩავუჯდეთ სერიალებს!
ლაშა
06 დეკემბერი 2023 17:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული