"ჟირონას" ფეხი დაუცდა, "რეალმა" კი მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში „ჟირონამ“ სტუმრად „ბეტისთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა (1:1). ნაჩოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „რეალმა“ კი გასვლაზე „ალავესი“ კომპენსირებულ დროში ვასკესის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

„სამეფო გუნდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 17 მატჩში დაუმარცხებელია (14 მოგება და 3 ფრე) და ისევე, როგორც „ჟირონას“, 45 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით ლიდერია.

სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 51 394 მაყურებელი
ბეტისი - ჟირონა 1:1
გოლები: 1:0 დოვბიკი (36, პენ), 1:1 პესელია (88)

ვიტორია-გასტეიზი. „მენდისოროსა“.
19 275 მაყურებელი

ალავესი - რეალი 0:1
გოლი: ვასკესი (90+2)
გაძევება: ნაჩო (54, რეალი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული