გიუნდოგანმა "ბარსელონას" გამარჯვება 90+3-ე წუთზე მოუპოვა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-19 ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ლას-პალმასი“ 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა კომპენსირებულ დროში გაიტანა.

„ბარსელონა“ 41 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერებს „რეალს“ და „ჟირონას“ 7 ქულით ჩამორჩება და შემდეგ შეხვედრას 8 იანვარს თასზე სტუმრად ქვედალიგურ „ბარბასტროსთან“ ჩაატარებს.

. „ბარსელონას“ მცველმა კანსელუმ მე-11 წუთზე ტრავმა მიიღო და კრისტენსენმა შეცვალა.
. „ბარსაში“ დებიუტი ჰქონდა „ატლეტიკო პარანაენსედან“ 40 მილიონ ევროდ შეძენილ 18 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ვიტორ როკეს.

ლას-პალმას-დე-გრან-კანარია. „გრან-კანარია“. 31 712 მაყურებელი

ლას-პალმასი - ბარსელონა 1:2
გოლები: 1:0 მუნირი (12),
1:1 ფერან ტორესი (55), 1:2 გიუნდოგანი (90+3, პენ)
გაძევება: სინგრავენი (90+1, ლას-პალმასი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლას პალმასის ლომები ხოდზე არიან!
Dima
02:51 05-01-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული