ლა ლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად უკრაინელი დაასახელეს

AutoSharing Option
"ჟირონას" 26 წლის უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი დეკემბერში ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

"უკრაინელის ძალისხმევამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ "ჟირონამ" დეკემბერში სამი გამარჯვება მოიპოვა და მოწინავე პოზიციაზეა.

"ჟირონას" ძალიან კარგი დროება უდგას, მისი ცენტრფორვარდი კი გოლი+პასის სისტემით ლიგის ლიდერია და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

ოთხ მატჩში გატანილი ოთხი გოლით, რამაც გუნდს სამო მოგება და ერთი ფრე მოუპოვა, უკრაინელი დეკემბერში საუკეთესო მოთამაშე გახდა", - წერს ლა ლიგის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟირონას,გრანდებთან შედარებით,გაცილებით მოკლე სკამი აქვს,მაგრამ თუ სერიოზული ტრავმების გარეშე გადარჩნენ,რატომაც არა?ჩემპიონობაზეც შეუძლიათ გაიწიონ.გრანდებს ხომ ევროთასებზეც სათამაშო აქვთ და ძალების გადანაწილება დასჭირდებათ,ორივე ტურნირისათვის.ჟირონა,ძალიან ბევრს უშვებს და თუ სატრანსფერო ფანჯარაში,დაცვის გაძლიერება შეძლეს,ჩემპიონობაზე ოცნება,რეალობად შეიძლება იქცეს
სოსო
09:53 06-01-2024
0
კიტეიშვილო!!გადადი ლა ლიგაში,მგონია რომ მაგრად გაქაჩავ!!
ირაკლი
08:49 06-01-2024
1

სიახლეები პოპულარული