სკანდალი ლა ლიგაში - არბიტრი, რომელიც "ელ კლასიკოებს" სჯიდა და "რეალის" ფეხბურთელებს აძევებდა, "ბარსელონას" ფანი აღმოჩნდა

AutoSharing Option
El Chringuito-ს ჟურნალისტმა კრისტობალ სორიამ სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ლა ლიგის ყოფილი არბიტრი ედუარტე იტურალდე გონსალესი, რომელსაც 3 ელ კლასიკო აქვს განსჯილი, "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარია.

"მახსოვს, 2009 წელს, როდესაც "ბარსელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა, იმავე დღეს, 2 მაისს, "სევილია" "ვილიარეალს" ეთამაშებოდა და იტურალდეც ამ მატჩს ემსახურებოდა.

მას კარგად ვიცნობდი. ის გასახდელში შემხვდა და ვუთხარი, რომ კატალონიელებმა მადრიდში 6 გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ეს გამარჯვება ერთად აღვნიშნეთ", - იხსენებს სორია. 

იტურალდე გონსალესი ლა ლიგის მატჩებს 1995 წლიდან
2012 წლის ჩათვლით ემსახურებოდა. მან "სამეფო გუნდის" 49 მატჩი განსაჯა, საიდანაც "ბლანკოსმა" 30 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 14-ში კი წააგო.

მანვე "ბლაუგრანას" შეხვედრის განსჯის უფლება 39-ჯერ მიიღო. კატალონიელთა ანგარიშზე 25 გამარჯვება 10 ფრე და 4 მარცხი მოდის.

უშუალოდ, გონსალესი ელ კლასიკოს მთავარი არბიტრი სამჯერ იყო და სამივე შემთხვევაში "ბარსელონამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა, ორ მათგანში კი "რეალის" ფეხბურთელი გააგდეს. 

1) ბარსელონა - რეალი 3:0 (1999 წლის 14 თებერვალი, გააძევეს რობერტო კარლოსი)
2) რეალი - ბარსელონა 0:3 (2005 წლის 19 ნოემბერი)
3) ბარსელონა - რეალი 5:0 (2010 წლის 29 ნოემბერი, ჯამში 12 ყვითელი ბარათი, სერხიო რამოსი კი გააძევეს).
მკითხველის კომენტარები / 21 /
დედა, რამხელა სკანდალია!!!ეტყობა ჯოკერში,ჯოკერი მოუჯოკრა და ეს ვერ აპატია!იქით,ტრამპმა,30 წლის წინ,ქალი,შუა მაღაზიაში გააუპატიურა,აქეთ,15 წლის წინ,მსაჯი,ჟურნალისტს გადაეხვია და ამაზე,დღეს დაიწყეს ჩივილი.ამას,ყვითელიც აღარ ჰქვია.ეს უკვე ყავისფერამდე დამპალი მედიაა და არ გირჩევთ,ასეთი რამეების გადმობეჭდვას.ძალიან ყარს!
სოსო
11:12 06-01-2024
2
აძევებდა თორემ, პეპე და რამოსი სულ ანგელოზებივით დაფარფატებდნენ მოედანზე და საბაბს არ აძლევდნენ. :))
მსაჯი იმდენს გააძევებს, რამდენიც საამისო მიზეზი ექნება.
გოგია
16:37 06-01-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული