პედრი ელ კლასიკოს წინ: ყოველთვის რონალდოსთან ერთად თამაში მსურდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველმა პედრიმ ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ, სადაც მისი მისი "რეალს" დაუპირისპირდება, განაცხადა, რომ ყოველთვის კრიშტიანო რონალდოსთან ერთად თამაში სურდა.

"ყოველთვის მინდოდა, რომ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი ვყოფილიყავი. მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რონალდოსთან ერთად თამაში ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ციტირებს პედრის HMV Sports.

21 წლის პედრი "ბარსელონას" აღზრდილია. მას "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არაბები ახალგაზრდა მოთამაშეებზე აპირებენ აქცენტის გაკეთებას. ამან ეტყობა მსუყე შეთავაზება მიიღო და საფუძველს უმზადებს იქ გადასვლას- ფულს კი არ გავეკიდე, კრისტიანოსთან თამაშზე ვოცნებობდი ყოველთვისო. აი შე ცუღლუტო შენა!)))
კაი ერთი
16:08 14-01-2024
4
მესის ფანებს რატომ გეწყინათ? აბა ემელესში ხო არ წავა?
Alli
16:31 14-01-2024
5

სიახლეები პოპულარული