ბრაზილიური გოლებით - სუპერთასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონა" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარებულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 დაამარცხა.

კატალონიური გუნდის დაცვამ პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დაუშვა, რითაც ვინისიუსმა ისარგებლა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. ერთი გოლით ლევანდოვსკიმ უპასუხა. შესვენების შემდეგ პენიას როდრიგომაც გაუტანა, მერე კი მსაჯმა ვინისიუსთან უხეშობისათვის არაუხო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „რეალი“ მეცამეტედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული - „ბარსელონას“ თოთხმეტჯერ აქვს მოგებული.

. ვინისიუსმა 2022 წლის მაისის შემდეგ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - მაშინ „ლევანტე“ დაამწუხრა.
. ანჩელოტიმ „სამეფო გუნდში“ მეთერთმეტე ტიტული მოიპოვა და ზიდანს
დაეწია.
. „რეალმა“ ელ კლასიკოში 104-ე გამარჯვება იზეიმა - „ბარსას“ ანგარიშზე 100 მოგებაა.
. ლევანდოვსკიმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 25 მატჩში 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
. ლევანდოვსკის მეუღლე ანა ვერ გამოდგა კარგი პროგნოზისტი, რომელმაც თამაშის წინ თქვა, რომ „ბარსა“ მოიგებდა (3:1), რობერტი კი დუბლს შეასრულებდა.

ერ-რიადი. „მსრულ პარკი“
რეალი - ბარსელონა 4:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (7), 2:0 ვინისიუსი (10), 2:1 ლევანდოვსკი (33), 3:1 ვინისიუსი (39, პენ), 4:1 როდრიგო (64)
გაძევება: არაუხო (71)

მკითხველის კომენტარები / 6 /
არადა რამდენი ფანები ყავდა ბარსას, აღმოჩნდა რომ მხოლოდ მოდა იყო
მეგრელი
12:19 15-01-2024
1
მგონი ისევ კუმანი ჯობდა მწვრთნელად
მამუკა
02:22 15-01-2024
5

სიახლეები პოპულარული