ვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი "ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონა" დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. როგორც ამ ორი გუნდის დაპირისპირებას შეეფერება, საკამათო და განსახილველი ეპიზოდები ამ შეხვედრაშიც დაფიქსირდა.

71-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა რონალდ არაუხო გააგდო, ვინისიუსს "ბლაუგრანას" სათადარიგო სკამზე მსხდომ ფეხბურთელებთან კონფლიქტი მოუვიდა. ბრაზილიელმა მათ პროვოკაციული ჟესტი გაუკეთა და აჩვენა, რომ დაწყნარებულიყვნენ, რადგან ანგარიში 4:1 იყო.

საუდის არაბეთში, სადაც გუშინდელი მატჩი გაიმართა, ტონი კროოსს ძველი განცხადება არ დაუვიწყეს. როგორც იცით, გერმანელმა ადრე თქვა, რომ ფეხბურთელები ამ ქვეყანაში მხოლოდ ფულის გამო მიდიან, ეს ყველაფერი
სრულიად ფეხბურთის წინააღმდეგაა, 21 წლის გაბრი ვეიგას "სელტადან" "ალ-აჰლიში" გადასვლას კი სამარცხვინო უწოდა. 

მოკლედ, 81-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ კროოსის ნაცვლად ლუკა მოდრიჩი შემოუშვა და მოედნიდან გასვლის დროს გერმანელს ამ განცხადების გამო უსტვინეს. 

მატჩის დასრულების შემდეგ ერთმანეთს თბილად მიესალმნენ რობერტ ლევანდოვსკი და კარლო ანჩელოტი, რომლებიც ერთად მიუნხენის "ბაიერნში" მუშაობდნენ. იტალიელი სპეციალისტი პოლონელთან მივიდა და მას ჩაეხუტა. 

Sportall.Ge

ჰეთ-თრიქის ავტორმა ვინისიუსმა გოლი კრიშტიანო რონალდოს სტილში აღნიშნა და თქვა, რომ პორტუგალიელი მისი კერპია და ეს სწორედ ამიტომ გააკეთა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ ეს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო და გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოუხადონ.

ტიტულების მოსაპოვებლად ასეთი თამაში არ გამოდგება და სასწრაფოდ სიტუაციის გამოსწორებაა საჭირო. 

altბრაზილიური გოლებით - სუპერთასის ფინალში "რეალმა" "ბარსელონა" დაჯაბნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მერე იტყვიან ბანანი რატომ ანახეთო
ორდე
09:37 16-01-2024
1
ვინისიუსის საქმე ისეა, ,,ბეღურების გადაფრენა"-ში რომ ეუბნებიან ,,მალიარს": რავა სულ ნაცემი და დაგლეჯილი დადიხარ შე უპატრონოო. :))
გოგია
19:24 15-01-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული