"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოედანზე დაბრუნების თარიღი დაასახელა. როგორც იცით, გერმანელი კიპერი ზურგის ტრავმის გამო ნოემბრის დასაწყისიდან უქმობს.
"თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, 2 კვირაში მზად უნდა ვიყო და თამაში შემეძლება", - უთხრა Sport-ს გამოცდილმა კარის დარაჯმა.
თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, ტერ შტეგენს 11 თებერვალს ლა ლიგაში "გრანადას" წინააღმდეგ თამაში შეეძლება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.