ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

77 წლის მენეჯერმა ასეთად თანამემამულე კარლო ანჩელოტი ცნო და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანია.

"კარლო მსოფლიოში პირველი ნომერია. სადაც კი იმუშავა, ყველგან გაიმარჯვა. ძალიან რთულია, იმდენი მოგება დააგროვო, რაც ანჩელოტიმ შეძლო.

რა არის მისი წარმატების საიდუმლო? - ის ჭკვიანია! ერთი სისტემა არ აქვს და ყველაფერი იმ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებიც გუნდში ჰყავს. ყოველთვის ერთ სტილში ვერ ითამაშებ", - ციტირებს კაპელოს Marca.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლუის სესარ მენოტი და ენცო ბეარზოტი.
არაფრისგან შექმნეს ბუმბერაზები.
კაპელოსაც დავეთანხმები, მაგარია ძალიან ანჩელოტი.
თვითონაც და ფერგიუსონიც, კლასიკოსები!!!
100%
21:31 25-01-2024
1
მისი აზრით დაასახელა, კიდე კაი ბიძინას არ კითხა :))))
giorgi
12:49 25-01-2024
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული