უკმაყოფილო მოდრიჩს "რეალის" ახლავე დატოვება სურს

AutoSharing Option
ლუკა მოდრიჩი "რეალის" დატოვებას ზაფხულში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ აპირებდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა.

Fichajes-ის ცნობით, 38 წლის ხორვატი უკმაყოფილო დარჩა იმის გამო, რომ ბოლო ორ მატჩში, "ალმერიასთან" და "ლას-პალმასთან", არ ათამაშეს და ახლავე უნდა გუნდის გამოცვლა.

საუდის არაბეთის კლუბები მზად არიან, მოდრიჩი 1 მილიონ ევროდ შეიძინონ და თავად ფეხბურთელს იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი (დაახლოებით 21 მილიონი) გადაუხადონ, რამდენსაც ახლა იღებს.

მიმდინარე სეზონში ლუკამ 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
38 წლის მოდრიჩი იმაზე დარდობს რომ ყველა მატჩში არ ათამაშებენ, არა და ამ დროს წესით უფრო მეტ დასვენებისკენ უნდა იყოს მიმართული, ქართველი ფეხბურთელები კიდე 21 წლის ასაკში უკვე დასვენებაზე ფიქრობენ, მერე გვიკვირს რატომ არ გვაქვს შედეგები
მამუკა
22:20 29-01-2024
3
ნაპოლიში სასწრაფოდ
შახრუდინი
21:30 29-01-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული