"რეალმა" "ატლეტიკოსთან" გამარჯვება ხელიდან 90+3-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 23-ე ტურში „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 1:1 დასრულდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში ბრაიმ დიასმა დააწინაურა, რომელმაც სასტარტოში მოთელვაზე დაშავებული ვინისიუსი შეცვალა, საპასუხო გოლი კი კომპენსირებულ დროში მარკოს ლორენტემ გაიტანა.

48-ე წუთზე სავიჩის გოლი VAR-მა იმის გამო გააუქმა, რომ საული თამაშგარეში იმყოფებოდა და მეკარე ლუნინს ხელს უშლიდა.

ამით შეწყდა პრიმერაზე "სამეფო გუნდის" 6-მატჩიანი მოგებათა სერია. „რეალი“ ბოლო 17 შეხვედრაში დაუმარცხებელია, 58 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ჟირონას“ 2 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 10 თებერვალს  უმასპინძლებს.

„ატლეტიკო“ 48 ქულით მეოთხე პოზიციაზე
დარჩა და 8 თებერვალს „ბილბაოს“ მიიღებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ატლეტიკო 1:1
გოლები: 1:0 ბრაიმ დიასი (20), 1:1 ლორენტე (90+3)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული