იარემჩუკს "ვალენსიას" დატოვება არ სურს, მაგრამ არსებობს პრობლემა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელ რომან იარემჩუკს "ვალენსიას" დატოვება არ უნდა, მაგრამ ეს ნაკლებად შესაძლებლად მოჩანს.

Radio Marca-ს ცნობით, იარემჩუკი "ვალენსიაში" დარჩენას ცდილობს, თუმცა ამისათვის ესპანური კლუბი არანაირ ნაბიჯს არ დგამს.

უკრაინელი ჟურნალისტის, იგორ ციგანიკის ცნობით, მისი თანამემამულე "ღამურებში" თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, ვიდრე "ბრიუგეში", რომელმაც იჯარით გაუშვა, ხელფასის 50%-ს ბელგიური კლუბი უხდის, 50%-ს კი - ესპანური და "ვალენსიას" ფინანსური პრობლემების გამო მისი გამოსყიდვა გაუჭირდება.

რომანი "ბრიუგემ" გასული წლის ზაფხულში "ბენფიკასგან" 16 მილიონ ევროდ (პლუს 3 მილიონი ბონუსები) შეიძინა და
იაფად არ შეელევა.

მიმდინარე სეზონში იარემჩუკმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული