დაუნდობლები - ვინისიუსმა თანამემამულე ატირა და შემდეგ დაამშვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 24-ე ტურში „რეალმა“ სახლში უახლოესი მდევარი „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა და 5 ქულით ჩამოიტოვა.

თავი მასპინძელთა ბრაზილიელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს - ვინისიუსმა გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში როდრიგომ დააფიქსირა.

სტუმართა რიგებში მათმა ორმა თანამემამულემ, თავდამსხმელმა სავიომ და 21 წლის მცველმა იან კოუტუმ ითამაშეს, რომელმაც კომპენსირებულ დროში პენალტი "აიკიდა" (ხოსელუმ ვერ გაიტანა), ექვსჯერ "მოატყუეს" და თერთმეტჯერ დაკარგა ბურთი.

Sportall.Ge

კოუტუ არ მალავს, რომ კარიერის "სამეფო გუნდში" გაგრძელება სურს და წაგებითა და თავისი არადამაკმაყოფილებელი თამაშით იმედგაცრუებულმა ნამატჩევს
ტირილი დაიწყო. მასთან როდრიგო და ვინისიუსი მივიდნენ და დამშვიდება დაუწყეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მალე მიუჩენს ამ ცხვირგაბუშტულს თავის ადგილს კილიანა და ააცმევინებს მანდედანა.
tobo
23:06 11-02-2024
8
სარკეში ყურებამ და თუთიყუშის ვარცხნილობამ იცის ეგეთი შედეგები
გიო
01:37 12-02-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული