პსჟ-ის 25 წლის ფორვარდი "სამეფო გუნდს" 1-ელი ივლისიდან შეუერთდება, როდესაც თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ის "ბლანკოსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება, გადასახადებისა და ბონუსების გარეშე კი სეზონში 15-დან 20 მილიონ ევრომდე გამოიმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მბაპე პარიზულ გუნდში 32 მილიონ ევროს შოულობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასი გვარიანად შეუმცირდება.