"ლა ლიგის მოგება? რატომაც არა?" - ხავი "ხეტაფესთან" გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 26-ე ტურში "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონატის მოგების შანსი არ დაუკარგავს.

"ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ლა ლიგის მოგების შანსი არ დაგვიკარგავს. "ჟირონაზე" და "რეალზე" რაც შეიძლება დიდი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ.

ყოველთვის დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. კონკურენტებთან მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინაა.

მიუხედავად ყველაფრისა, სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში
57 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "რეალს" 5 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაა ლენჩოიას უყურეთ? მადა გაეხსნა ბიჭს? თქვენ ამ სეზონში ლალიგაც, რომ მოიგოთ, მაინც ნოლის ფასია თქვენი ბარსა. მაგარი გუნდი იყო, ლეო მესის, სუას, ინიესტას და სხვა ვარსკვლავების დროს, ეხლა უბრალოდ ფაფხურობთ და მეტი არაფერი.
გიგა
11:58 25-02-2024
8
რისი იმედი აქვს ამ კაცს ვერ გავიგე, გასვლა ბილბაოში, ატლეტიკოსთან, რეალთან და ჟირონასთან, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს
მამუკა
06:07 26-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული